პოლონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლის ითამაშა. ამის შესახებ, დუდამ ომის დასრულების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტი

დუდამ თავის განცხადებაში თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოს მშვიდობა სჭირდება.

დუდას თქმით, პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დასრულება სასურველ თავისუფლებას არ ნიშნავდა, რადგან შემდგომ იყო კომუნისტური მონობა.

„ამიტომ, ახლა, თავისუფალ და სუვერენულ პოლონეთში ეს ახსოვთ და დასკვნებს აკეთებენ“, – აცხადებს დუდა.

„ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა „თავის უსაფრთხოებას სწორედ შეერთებული შტატების ჩართულობას უმადლის, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დასრულებაში“, – აცხადებს დუდა.