რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვას 9 მაისს ულოცავს და მოუწოდებს არ დაუშვან საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 9 ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­თან ერ­თად, გა­მარ­ჯვე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­უ­ლო­ცა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

Путин поздравил с 80-летием Победы лидеров стран СНГ, народы Грузии и Молдовы

“ქარ­თვე­ლი და მოლ­დო­ვე­ლი ხალ­ხე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მათ მო­უ­წო­და, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ჩვენ­თვის ან­დერ­ძით და­ტო­ვე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი, არ და­უშ­ვან ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ვი­წყე­ბა და მე­გო­ბარ ხალ­ხებს შო­რის შუღ­ლის და­თეს­ვა“, – ნათ­ქვა­მია კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

“დიდ სა­მა­მუ­ლო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ლოც­ვის წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის, ბე­ლა­რუ­სის, ყა­ზა­ხე­თის, ყირ­გი­ზე­თის, ტა­ჯი­კე­თის, თურ­ქმე­ნე­თის, უზ­ბე­კე­თის, აფხა­ზე­თის, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და ის­რა­ე­ლის ლი­დე­რებს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვის ხალ­ხებს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო