ჰონგ-კონგში მიმდინარე არამშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს.
სახალხო რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა ჰან ჟენმა პეკინში განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს უფრო მკაცრ ზომებს აჯანყებების ჩასახშობად. ოფიციალური პეკინის აზრით, საპროტესტო გამოსვლები საფრთხეს უქმნის ფორმულას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”, რომლის მიხედვითაც იმართება აზიის საფინანსო ცენტრი-ჰონგ კონგი 1997 წლის ივლისიდან, როდესაც ყოფილ ბრიტანულ კოლონიაზე სუვერენიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მოიპოვა.
ჟენის ამ განცხადებამდე ცოტა უფრო ადრე ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა სი ძიპინმა ჰონგ-კონგის ადგილობრივი მთავრობის მეთაურს შანხაიში შეხვედრისას თავისი მხარდაჭერა აღუთქვა.
ძალადობრივი გამოსვლების შემდეგ, ბოლოს, ჰონგ-კონგში, პეკინის მომხრე დეპუტატ იუნ ჰოს დანით დაესხნენ თავს.
ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო გამოსვლები რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება. ამასობაში მათ უკვე კონტრდემონსტრანტებიც დაუპირისპირდნენ.