აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრის გამო მას ღამით ცუდად სძინავს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ფლორიდაში საკუთარი კლუბის სპონსორების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება მისთვის არის „მზარდი სასოწარკვეთილება“, რის გამოც ღამით ცუდად სძინავს“, – წერს WSJ.
როგორც გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას „რთული“ უწოდა, რადგანაც რუსეთის ლიდერს „სურს ყველაფერი“. ასევე დონალდ ტრამპმა რთული უწოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მოგვარებას, რადგანაც მხარეები ათასწლეულების განმავლობაში იბრძვიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მისი მისია ამოწურული იქნება, თუ მოსკოვი და კიევი პირდაპირ მოლაპარაკებას დაიწყებენ. ამის შემდეგ აშშ სხვა პრიორიტეტებზე გადაერთვება.