წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას მოერიდონ

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მედიასაშუალებებს მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით.

“ჩემი მოწოდება იქნება თითოეული მედიასაშუალების მიმართ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, ქსენოფობიური, ჰომოფიბიური განცხადებები და არ იყოს წახალისებული ძალადობის ფაქტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მედია ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს,პირველ რიგში ეს პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობაა, თუმცა ვფიქრობ, მედიასაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება გარკვეული ფაქტების სწორად გაშუქების თვალსაზრისით”,-განაცხადა ლომჯარიამ.

 

“ინტერპრესნიუსი”