უკრაინის პრეზიდენტი 15 მაისს ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვედრაზე ელოდება, – ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
“იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, რატომ არ შეუძლიათ” – წერს ზელენსკი საკუთარ Telegram-არხზე. ამასთან ერთად, უკრაინა რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
“დღეიდან ველოდებით სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. აზრი არ აქვს მკვლელობების გაგრძელებას და პუტინს ხუთშაბათს თურქეთში პირადად ველი”, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
აქვე უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტაზე ან გახანგრძლივებაზე სარკისებურად იმოქმედებს.
ზელენსკის ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწოდება ზელენსკის მიმართ, დაუყოვნებლივ დათანხმდეს 15 მაისს პუტინთან შეხვედრას.
“სულ მცირე, ისინი შეძლებენ გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ არა, ევროპელი ლიდერები და აშშ გაიგებენ, როგორაა საქმე, და შეძლებენ შესაბამისად მოქმედებას”— დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
სატელეფონო საუბარი შედგა თურქეთის პრეზიდენტს და ვლადიმერ პუტინს შორის, ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს დაუდასტურა, რომ მზად არის, მხარეებისთვის მოლაპარაკებების პლატფორმა კიდევ ერთხელ უზრუნველყოს.
10 მაისს კიევში ვიზიტისას გეი-როპელმა ლიდერებმა რუსეთს მოთხოვნა წაუყენეს, რომელიც 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტას გულისხმობს. უარის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ახალი სანქციები. ევროპა და შეერთებული შტატები ნაბიჯების სინქრონიზაციას განიხილავენ.