სტამბულის რამდენიმე მსხვილ რაიონში განსაკუთრებით საშიში აზიური ვეფხვისებრი კოღოების დიდი გროვები აღმოაჩინეს, რომლებიც მანამდე თურქეთის ტერიტორიაზე შენიშნული არ ყოფილა, წერს გამოცემა HabberTurk–ი.
აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები განსაკუთრებით საშიში იმის გამოა, რომ მათ გადააქვთ უკიდურესად მძიმე დაავადებები და აქვთ ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
ამასთან, როგორც სტამბულის უნივერსიტეტის დოცენტი კერემ ეთერი განმარტავს, ეს კოღოები ადამიანებს კბენენ არა მარტო ღამით, არამედ დღისითაც ესხმიან თავს.
„ისინი ბევრად აგრესიულები არიან და შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა დენგე, ყვითელი ცხელება და ზიკას ვირუსი“, — აღნიშნა ეთერიმ.
თუმცა, მისი თქმით, თურქეთში ამ დრომდე არცერთი ეს დავადება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
“სპუტნიკი”