„კარფური“: სტიკერები მოხსნილია და ყველა ფილიალში კონტროლია გაძლიერებული

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სუპერმარკეტების პროდუქტებზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები არის მიკრული. „პრაიმტაიმი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „კარფურს“ დაუკავშირდა. როგორც ირკვევა, სტიკერები მოხსნილია და კონტროლი გაძლიერებული.

„კარფურის“ „ისთ ფოინთის“ ჰიპერმარკეტში მომხმარებლის მიერ მოხდა გარკვეულ პროდუქტებზე სტიკერების მიკვრა. ფაქტის აღმოჩენისთანავე, თვითნებურად მიკრული ყველა სტიკერი სრულად იქნა მოხსნილი. მსგავსი შემთხვევის სხვა ფილიალში თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფილიალში კონტროლია გაძლიერებული“, – განმარტავენ კომპანიაში.