მშვიდობიანი არაბი მუსლიმების მკვლელები ჩინეთის მუსლიმებზე ზრუნავენ

უამრავი მშვიდობიანი არაბი მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა ამერიკულ დაბომბვებსა და სამხედრო ოპერაციებს ერაყში, ლიბიაში, სირიაში… ასევე, არაარაბი მუსლიმები ავღანეთში… მაგრამ ამერიკა ისლამის მიმდევრების ინტერესებზე “ზრუნავს” ჩინეთში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი “შეშფოთებულია” უიგური აქტივისტების შევიწროვებით, დაკავებებით და მათზე ზემოქმედებით, რასაც თურმე პეკინი სჩადის. ჩინეთის ხელისუფლებამ, პომპეოს თქმით, გააძლიერა ზეწოლა უმცირესობებზე მას შემდეგ, რაც უიგურების წარმომადგენლები მიღებულ იქნენ პომპეოს მიერ. პომპეომ ჩინეთისგან დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ უიგურების საკითხს ვაშინგტონი ჩინეთთან ეკონომიკურ ომში იყენებს. უმცირესობების უფლებების თემის მომიზეზებით, აშშ-მ 28 ჩინურ კომპანიას სანქციები დაადო.