(ფოტოები) 400-მილიონიანი საჩუქარი ტრამპს კატარისგან: “მფრინავი სასახლე” – თვითმფრინავი სართულებს შორის კიბით, მდიდრული ავეჯით, სათათბირო ოთახით და ლაუნჯით

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი აცხა­დებს, რომ კა­ტა­რის­გან 400-მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ა­ნი “სა­ჩუ­ქა­რი” მი­ი­ღო. ეს არის თვითმფრი­ნა­ვი Boeing 747-8, რო­მე­ლიც აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში და ტრამ­პის სარ­გებ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა და რო­მელ­საც ასე უწო­დე­ბენ – “სა­სახ­ლე ცაში”.

400-მილიონიანი საჩუქარი ტრამპს კატარისგან: "მფრინავი სასახლე" - თვითმფრინავი სართულებს შორის კიბით, მდიდრული ავეჯით, სათათბირო ოთახით და ლაუნჯით

  • რო­გორ მე­დია წერს, ტრამპმა კი უწო­და თვითმფრი­ნავს “სა­ჩუ­ქა­რი”, მაგ­რამ აშშ-სთვის რე­ა­ლუ­რად ეს “უფა­სო სა­ჩუ­ქა­რი” სუ­ლაც არ არის და სა­ნაც­ვლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა კა­ტარს “რა­ღა­ცის” მო­ლო­დი­ნი.

ამა­ვე თე­მა­ზე აპე­ლი­რე­ბენ “დე­მოკ­რა­ტე­ბი” და თვლი­ან, რომ ასე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ჩუ­ქა­რი და რომ აშშ-ს გარ­კვე­უ­ლი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს.

“ის ფაქ­ტი, რომ თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტი იღებს სა­ჩუ­ქარს, უფა­სოდ… იმ­დე­ნად აწუ­ხებს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ დე­მოკ­რა­ტებს, რომ ისი­ნი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვენ, ჩვენ თვითმფრი­ნა­ვის­თვის უმაღ­ლე­სი ფასი გა­და­ვი­ხა­დოთ”, – და­წე­რა ტრამპმა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

გეგ­მის მი­ხედ­ვით, მდიდ­რუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი ჯერ თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ლანსზე, ხოლო შემ­დეგ დო­ნალდ ტრამ­პის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა.

“დე­მოკ­რა­ტე­ბის” აზ­რით, ეს ქმნის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხის ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს და პირ­და­პირ ეჯა­ხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხლს, რო­მე­ლიც უცხო­ურ სა­ჩუქ­რებს კრძა­ლავს.

ტრამპმა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ცხა­დოს, რომ ეს მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის მხრი­დან “კარ­გი ჟეს­ტია”; ბო­ლოს და ბო­ლოს, მას და მის ოჯახს, ისე­ვე, რო­გორც მის მე­გო­ბარს და სა­კონ­ტაქ­ტო პირს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, სტივ ვოტ­კოფს კა­ტა­რე­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, დო­ნალდ ტრამ­პის ვაჟ­მა, ერიკ ტრამპმა კა­ტა­რულ კომ­პა­ნი­ას­თან 5.5 მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ან გა­რი­გე­ბას მო­ა­წე­რა ხელი. კონ­ტრაქ­ტი დო­ჰა­დან ჩრდი­ლო­ე­თით, 65 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, გოლ­ფის კლუ­ბი­სა და ვი­ლე­ბის აშე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ეს ტრამ­პე­ბის ოჯახს მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს მო­უ­ტანს.

ასეა თუ ისე, კა­ტა­რი გავ­ლე­ნის გა­ფარ­თო­ე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, ტრამ­პი და მისი ოჯა­ხი ასე­ვე ზრუ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ კრიპ­ტო პრო­ექ­ტებ­ზე, $TRUMP-სა და World Financial Liberty-ზე, რაც უცხო­ელ მყიდ­ველ­თა სპექტრს იზი­დავს.

  • ტრამ­პის გუნ­დი ამ­ტკი­ცებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა ქმე­დე­ბა ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლო­დაა მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­სა და ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით , ტრამ­პის ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახლა 400 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის თვითმფრი­ნა­ვის ჩათ­ვლით, ისი­ნი უფრო პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი სარ­გებ­ლის­კენ მი­მარ­თუ­ლად ჩანს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ბო­ინგს, ის 460 ადა­მი­ანს იტევს, სტან­დარ­ტუ­ლი ბიზ­ნეს კლა­სის სა­ვარ­ძლე­ბის მხო­ლოდ ხუთი რიგი აქვს, ხოლო უზარ­მა­ზარ თვითმფრი­ნავ­ში დარ­ჩე­ნი­ლი სივ­რცე ლა­უნ­ჯის­თვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი – ბიზ­ნეს კლა­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა და ლა­უნ­ჯი კი ერ­თმა­ნეთ­თან კი­ბით არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

  • Business Jet Traveler-ის ცნო­ბით, ით­ვლე­ბა, რომ ეს არის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი.

ბორტზე თით­ქმის ყვე­ლა ოთახ­ში არის რბი­ლი ხა­ლი­ჩე­ბი, ტყა­ვის დივ­ნე­ბი და ოქ­როს­ფე­რი ავე­ჯი.

მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა თვითმფრი­ნა­ვის ინ­ტე­რი­ე­რის ფო­ტო­ე­ბიც:

 

წყა­რო