ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ ცნო

ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე სმს-მიმოწერას აწარმოებდა.

გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა, რის გამოც The New York Times-მა მას სასამართლოში უჩივლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.