ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა, – ინფორმაცია ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა.
მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას “და რა თქმა უნდა ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“, – წერს ლევან ზოიძე.