რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მომავალი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, დელეგაციის წევრების გარდა, გამგზავრების წინა დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში მყოფი დაჯგუფებების ყველა მეთაური, რუსეთის ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, FSB-ს უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ.
როგორც ცნობილია, სტამბოლში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაესწრებიან.