თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსული დელეგაცია სტამბოლში „სერიოზული მუშაობისთვის“ ჩავიდა.
„როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.