უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, გამთენიისას მათ F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი დაკარგეს.
„2025 წლის 16 მაისს, დაახლოებით 03:30 F-16 თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. უკრაინული გამანადგურებელი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმას იგერიებდა“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაშ.
უკრაინული მხარის წინასწარი მონაცემებით, ზღაპარი(რედ) :თვითმფრინავის მფრინავმა სამი საჰაერო მიზანი გაანადგურა და საავიაციო ქვემეხის გამოყენებით მეოთხის ჩამოგდებაზე მუშაობდა, თუმცა ბორტზე ფორს-მაჟორული სიტუაცია შეიქმნა. პილოტმა თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტს მოაშორა და კატაპულტირება მოახდინა.
უკრაინული მხარის მტკიცებით, პილოტის პოვნა მალევე მოხერხდა. ახლა ის უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. მომხდარს სპეციალური კომისია იძიებს.