ტრამპი: პუტინს შევხვდები, როგორც კი ამ შეხვედრის მოწყობას შევძლებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგას შეხვდება, როგორც კი ამ შეხვედრის ორგანიზება შესაძლებელი გახდება.

 

დონალდ ტრამპი

რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების კომენტირებისას, ტრამპმა განაცხადა: „ვნახოთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით“.

ინფორმაციისთვის, სტამბოლში 16 მაისს თურქეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ტრამპმა 15 მაისს განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის მოგვარება შეუძლებელია კრემლის ლიდერთან შეხვედრის გარეშე.