ირანის პრეზიდენტი: „რას დავუჯეროთ? ერთი მხრივ ის [ტრამპი] მშვიდობაზე გვესაუბრება, ხოლო მეორე მხრივ ის გვემუქრება მასობრივი მკვლელობებით ყველაზე მოწინავე იარაღით“

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

მასუდ პეზეშკიანი

„რას დავუჯეროთ? ერთი მხრივ ის [ტრამპი] მშვიდობაზე გვესაუბრება, ხოლო მეორე მხრივ ის გვემუქრება მასობრივი მკვლელობებით ყველაზე მოწინავე იარაღით“, – თქვა პეზეშკიანმა.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ჩვენ ომს არ ვეძებთ“, – დასძინა მან.