რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს მიაღწევენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების დროს, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ასეთი შეხვედრა, როგორც ორი მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგი, გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელია“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.