ტრამპი დღეს პუტინს დაურეკავს, შემდეგ კი ზელენსკის

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი დღეს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს დაურეკავს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

დონალდ ტრამპი

ტრამპი იმედოვნებს, რომ სატელეფონო საუბრები პროდუქტიული იქნება და ცეცხლი შეწყდება.

„საუბრის თემა იქნება სისხლის ღვრის შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე, საუბრის თემა იქნება ვაჭრობა.

ამის შემდეგ, დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე, ცეცხლი შეწყდება და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.