ნანუკა ჟორჟოლიანი საპროტესტო აქციების ანალიზს აკეთებს და პესიმისტურ დაასკვნამდე მივიდა:
„გრძელვადიან პროცესში იფიტება პროტესტი თუ ხელისუფლება? აუცილებლად პროტესტი. ტყუილია, რომ პოლიციას ვღლით, ამ ზღაპარს არ დაუჯეროთ. ვინც ისვენებს არ გამოჰყავთ, არ სჭირდებათ, მით უფრო ახლა, ყველა პოლიციაში შეყარეს. თუ გამოიყვანენ იმხელა პრემიას მისცემენ, დამიჯერეთ, ბედნიერია.
გრძელვადიანი თამაში ბიძინასია. ეგ იცის და ეგაა მისი ძლიერი მხარე. იქ სადაც სპონტანურობა იყო, შეხედეთ, რამდენი შეცდომა დაუშვა. ძალაუფლებასაც გადაამეტა, ჭავლსაც და ხარებასაც. ძალიან ხილული იყო მისი პანიკა. ადამიანს, რომელსაც ორი კრედიტი ჯარიმის გადასახდელად უკვე აღებული აქვს, ფონდები დაუხურა, მესამე კრედიტს ფიზიკურად ვერ აიღებს. თუ მოუნდება (ადმინისტრაციული 60 დღე გახადა) ნებისმიერ აქტივისტს, რომელიც ხმაურობს, ეტყვის რომ თავზე ქუდი არ ახურია და გაარიდებს. გაიხსენეთ, აღდგომას ხალხი ბარდიულზე დგომისთვია დააკავეს.
ზოგადად შეხედეთ სურათს, მათ და ჩვენ და ხილულია ვინ დაიღალა. იქეთაა ყველაფერი, ფული, ძალაუფლება, უმორალობა, აქეთაა პატრიორიზმი და სოლიდარობა. აი, ამ უკანასკნელს ჯერ ვერაფერი მოუხერხა. ერთადერთი რაც ამათ ღლით, სანქციებია. თუ გულს მოგვფხანს, დავწერ, რომ გამოვფიტეთ, მაგრამ მე გამოფიტულს სხვა ადგილებს ვხედავ. ეს რეალობა უნდა გავიაზროთ და ვიმოქმედოთ. ახლა სადღეგრძელოების დრო არაა, მოქმედების დროა და ამიტომ ვიცოდეთ რა რესურსი გვაქვს და რა შეგვიძლია”, – დაწერა ჟორჟოლიანმა.