“პუტინმა თქვა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს ცოლს… ვუპასუხე: ჩემზე რას იტყვი? მელანია უკეთესიაო“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან -ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე მე­დი­ას­თა­ნაც ისა­უბ­რა.

“პუტინმა თქვა, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ჩემს ცოლს... ვუპასუხე: ჩემზე რას იტყვი? მელანია უკეთესიაო“ - დონალდ ტრამპი

მისი გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს არ გა­ამ­კაც­რებს, რად­გან არ­სე­ბობს პროგ­რე­სის შან­სი და სან­ქცი­ებ­მა, შე­საძ­ლოა, სი­ტუ­ა­ცია გა­ა­უ­ა­რე­სოს.

“ვფიქ­რობ, არ­სე­ბობს შან­სი, რა­ღაც გა­კეთ­დეს და თუ ამას გა­ა­კე­თებთ, შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია გა­ცი­ლე­ბით გა­ა­უ­ა­რე­სოთ. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო, რო­დე­საც ეს მოხ­დე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მისი თქმით, სჯე­რა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მშვი­დო­ბა სურს. კერ­ძოდ, კი­თხვა­ზე, სურს თუ არა პუ­ტინს მშვი­დო­ბა, ტრამპმა უპა­სუ­ხა : „მჯე­რა“.

  • გარ­და ამი­სა, ტრამპმა სა­უბ­რის ერთ-ერთი სა­ხა­ლი­სო მო­მენ­ტიც გა­იხ­სე­ნა. მისი თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მას­ზე მე­ტად მისი ცოლი, მე­ლა­ნია მოს­წონს.

“პუ­ტინ­მა თქვა, რომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს ჩემს ცოლს. მე ვუ­პა­სუ­ხე – ჩემ­ზე რას იტყვი? მე­ლა­ნია უკე­თე­სია, იყო პა­სუ­ხი. მე ამას და­დე­ბი­თად ვი­ღებ,“ – თქვა დო­ნალდ ტრამპმა სა­ჯა­რო ბრი­ფინგზე, რა­საც სი­ცი­ლი მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამ­პი უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტინს ესა­უბ­რა. ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­უ­ბარ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ და ომის და­სას­რუ­ლებ­ლად.

წყა­რო