ინგლისი პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, სადაც ადამიანებს გონორეის საწინააღმდეგო აცრას გაუკეთებენ

ინგლისი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ადამიანებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის – გონორეის საწინააღმდეგო აცრას გაუკეთებენ. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

როგორც მედიასაშუალება წერს, ვაქცინა ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მისი ეფექტურობა 30-40% იქნება.

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იმედოვნებს, რომ ვაქცინა ინფექციების მზარდ რაოდენობას შეაჩერებს.

2023 წელს, ქვეყანაში გონორეის 85 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.