ევროკავშირი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ (სოროსის ბუდის) მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს

ევ­რო­კავ­ში­რი „რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის“ მხარ­და­სა­ჭე­რად 5.5 მი­ლი­ონ ევ­როს გა­მო­ყოფს, – ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა გა­ნა­ცხა­და.

ევროკავშირი “რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს

კაია კა­ლა­სის ცნო­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი „რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პა/რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით „მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­გან­გე­ბო და­ფი­ნან­სე­ბის“ სა­ხით 5.5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ შე­თან­ხმდნენ.

„ეს „რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის“ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას ხელს შე­უ­წყობს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ახლა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ოდეს­მე“, – გა­ნა­ცხა­და კაია კა­ლას­მა.

კაია კა­ლას­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მო­მა­ვალ­ში ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო „რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის“ მხარ­და­სა­ჭე­რად უფრო მეტ თან­ხას გა­მო­ყოფს.

შე­გახ­სე­ნებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი მე­დი­ის სა­ა­გენ­ტომ (USAGM) „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას“ გრან­ტე­ბი შე­უ­წყვი­ტა და „ამე­რი­კის ხმის“ 1300-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვა. „ამე­რი­კის ხმის“ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მათ­მა პროფ­კავ­ში­რებ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 22 მარტს შე­ი­ტა­ნეს. გა­სულ თვე­ში ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ „ამე­რი­კის ხმის“ და­ხურ­ვის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი დაბ­ლო­კა.

„რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ USAGM-ს, მის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ვიქ­ტორ მო­რა­ლეს­სა და სპე­ცი­ა­ლურ მრჩე­ველს კერი ლე­იკს სა­სა­მარ­თლო­ში 19 მარტს უჩივ­ლა. ფე­დე­რა­ლურ­მა მო­სა­მარ­თლემ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას „რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პის­თვის“ კონ­გრე­სის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 12 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის აღ­დგე­ნა და­ა­ვა­ლა, ხოლო აშშ-ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­უქ­მა.