ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი? – საგანგაშო კვლევა და ექიმების შეფასებები

ზრდის თუ არა ლე­ი­კე­მი­ის რისკს ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი? – სა­გან­გა­შო კვლე­ვას ნიუ-იორ­კის რო­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

ზრდის თუ არა ლეიკემიის რისკს ენერგეტიკული სასმელი? - საგანგაშო კვლევა და ექიმების შეფასებები

ტა­უ­რი­ნი – ეს არის ამი­ნომ­ჟა­ვა, რო­მე­ლიც ე.წ. ენერ­ჯა­ი­ზე­რებ­ში გვხვდე­ბა და სხვა და­ნა­მატ­თან რე­აქ­ცი­ა­ში შე­დის. შე­დე­გად, ორ­გა­ნიზ­მში ლე­ი­კე­მი­ის უჯრე­დე­ბის ზრდას აძ­ლი­ე­რებს.

  • კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე და რის­კებ­ზე “რუს­თა­ვი 2“-თან მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე და სხვა მე­დი­კო­სე­ბი აფა­სე­ბენ.

“ტა­უ­რი­ნი ეს არის ამი­ნომ­ჟა­ვა, რო­მე­ლიც შე­დის ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის, ლე­ი­კე­მი­ის უჯრე­დე­ბი იყე­ნებ­დნენ მას ზრდის­თვის ერთ-ერთ წყა­როდ.

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს ექ­სპე­რი­მენ­ტია და კვლე­ვე­ბი ამის ზე­მოთ არ წა­სუ­ლა, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად ეს ფაქ­ტი სა­გან­გა­შოა.შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტიც გა­ვი­გოთ და ის, რა­საც ახლა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ცხო­ვე­ლებ­ში ვნა­ხუ­ლობთ, სხვა სა­ხით ვი­ხი­ლოთ რე­ა­ლურ პა­ცი­ენ­ტებ­ზე.

მიჩ­ვე­ვის უნა­რიც აქვს და არის ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, მათ შო­რის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­იხ­მა­რენ ენერ­გე­ტი­კუ­ლებს. აქ კი უკვე ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის რის­კი. ეს არის დეპ­რე­სია, შფოთ­ვა, გუ­ლის რით­მის მა­ტე­ბა, დი­ა­რეა, პრობ­ლე­მე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ემო­ცი­ურ სფე­როს­თან, არ­ტე­რი­ულ წნე­ვას­თან, კრუნ­ჩხვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკსაც შე­იძ­ლე­ბა შე­უ­წყოს ხელი,“ – აცხა­დებს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.