აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოებიდან მთავრობამ მორიგი დავალება მიიღო – “გეი” ფილმთან დაკავშირებით

“ნიუსფრონტის” ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს შესაბამისმა “კომპეტენტურმა” თანამშრომლებმა არაოფიციალურად გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, რომ არ დაუშვან გეი-პორნოგრაფილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის ჩვენების ჩაშლა.

როგორც ცნობილია, აღშფოთებული ქართული საზოგადოება, რომელსაც ეს ფილმი ეროვნულ ღირსებას ულახავს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფილმის პრეზენტაციას. ვრცელდება ტყუილი, რომ ბილეთები სულ “გაიყიდა”, სინამდვილეში – ამ ბილეთების უმრავლესობა ნაყიდია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ და განაწილებულია “ცისფერ” საზოგადოებაში. არაჯანსაღი ინტერესის გამო ნორმალური საზოგადოებიდან კინოდარბაზებში ერთეულები მივლენ.