საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო მედიაში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნების გამო.
იტყობინება საინფორმაციო სააგენტო TASS.
სააგენტოსთან საუბრისას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ შიდა კონფიდენციალური დოკუმენტების ნებისმიერი გაჟონვა მიუღებელია. მან კომენტარისგან თავი შეიკავა, მაგრამ განმარტა, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
22 სექტემბერს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის კონფიდენციალური საუბრის დეტალები გამოქვეყნდა გაზეთ Le Monde- ს მიერ.
საუბარი ალექსეი ნავალინის მოწამვლას ეხებოდა.
ინციდენტზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც შეცდომა უწოდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების საუბრის ჩანაწერის პრესაში მოხვედრას და ასევე დასძინა, რომ გაზეთს უზუსტობები ჰქონდა ფორმულირებაში.
მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა
“თვალსაზრისი”