,,ქართული მარში” გურამ შარაძის შეურაცხყოფისათვის, ,,ფორმულასაგან” და ,,მთავარი არხისაგან”, სასწრაფოდ, საჯარო ბოდიშს მოითხოვს!

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

,,ქართული მარში”, სააკაშვილის დაკვეთით მოკლული ეროვნული გმირის – აკადემიკოს გურამ შარაძის შეურაცხყოფისათვის, ტელეკომპანიების ,,ფორმულასაგან” და ,,მთავარი არხისაგან”, სასწრაფოდ, საჯარო ბოდიშს მოითხოვს!

ვიღაც ცანცარა ნაცმა, ნიკუტა გვარამიას ტელეპუტანამ და სირიალების აქტრისა ილო ბეროშვილმა ყაჩაღი კეზერაშვილის ტელებოსელის რომელიღაც უნიჭო შოუში წამოროშა, ყველაზე ცუდი ქართველი გურამ შარაძეაო!

ეს თქვა სააკაშვილის დაკვეთით, დღისით-მზისით, შუა ქალაქში დემონსტრაციულად დახვრეტილ ღვაწლმოსილ აკადემიკოსზე და ეროვნულ მოღვაწეზე!

კაცზე, რომელიც შიშველი ხელებით იცავდა ავტომატიანი კაციჭამიებისაგან ცეცხლმოკიდებულ კოლხურ კოშკს და იქ დავანებულ დიდოსტატი კონსტანტინეს უნიკალურ ხელნაწერებს და ზვიადის ეროვნულ მემკვიდრეობას!

კაცზე, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე პირველმა დაუსვა დიაგნოზი ,,ვარდების რევოლუციას” და პირში მიახალა სააკაშვილს, მასონების მოწყობილი გადატრიალების სატრაპი ხარო!

კაცზე, რომელიც სანამ პირში სული ედგა, ქმნიდა, მოღვაწეობდა, იბრძოდა და რომ ვერ გააჩერეს და ვერ დააშინეს, დემონსტრაციულად დახვრიტეს!

და დღემდე არ არის გამოძიებული მისი მკვლელობის საქმე!
იმიტომ, რომ გურამ შარაძე ყველა სოროსელი ხელისუფლების მტერია!

მოკლედ, წილად მხვდა ბედნიერება და პირადად ვიცნობდი ბატონ გურამს, რომელთანაც ელიზბარ ჯაველიძის ეროვნულ გაზეთშიც ვთანამშრომლობდით! ამიტომაც, გავკადნიერდები და ხმამაღლა ვიტყვი:

გურამ შარაძე, ზვიადთან და მერაბთან ერთად, XX საუკუნის უდიდესი ქართველთაგანი იყო, ვისაც ვიცნობდი!

და გურამ შარაძე სწორედ, ილობეროშვილებმა – ბერბიჭაშვილებმა მოკლეს!

თუმცა, გურამ შარაძისნაირ კაცებს შეიძლება ესროლო, მაგრამ მაინც ვერ მოკლავ!

როგორც ილიას!
როგორც ზვიადის!
ჰოდა, მაინც ვერ მოჰკლეს!

მათ ადგილას ჩვენ მოვდივართ!
მთელი საქართველო – ზვიადია, მერაბია და გურამია!

სანამ დროა, კეზერაშვილ-ბოკერიას ტვ ბოსელმა ,,ფორმულამ” და ,,მთავარმა არხმა”, რომლის თანამშრომელიცაა ეს არარაობა ილო ბეროშვილი, ბოდიში მოიხადოს ეროვნული გმირის გურამ შარაძის შეურაცხყოფისათვის!

და ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ ,,ქართული მარში” პასპორტებში სწორედ იმ ეროვნების გრაფის აღდგენისათვის იბრძვის, რომლის გაუქმების წინააღმდეგაც, თავის დროზე, გურამ შარაძე რომ ებრძოდა პარლამენტში შევარდნაძის ბურჯანაძეს და სააკაშვილ-ჟვანიას ,,რეფორმატორ-სოროსელებს”!

მარადიული დიდება ეროვნულ გმირებს!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/

წყარო