დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს პირველ გასვლით სხდომას მართავს. კომისიის წევრები ხონში, ციხის ყოფილ შენობას დაათვალიერებენ, სადაც წლების წინ სამარტოო საკნები და კარცერები იყო. ციხის ყოფილი შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს.
“750-მდე იყო ტევადობა, ხოლო იმ პერიოდში, მსჯავრებულების რაოდენობა 1000-ზე მეტი იყო. ვინაიდან ადგილი არ იყო, მსჯავრდებულების ნაწილს გარეთ, პარკებში გახვეულს ეძინა,”- აცხადებს ხონის ციხის ყოფილი თანამშრომელი პავლე ჩიხლაძე.