“ქართული ოცნება” საარჩევნო სიის პრეზენტაციას 1 ოქტომბერს გამართავს

“ქართული ოცნება” საარჩევნო სიის და პროგრამის პრეზენტაციას 1 ოქტომბერს გამართავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროგრამა რეალისტური და ამბიციური იქნება.

“1 ოქტომბერს წარმოადგენს “ქართული ოცნება” სრულ სიას. ასევე პირველი ოქტომბრისთვის ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის წარდგენას, რომელიც იქნება რეალისტური და ამბიციური. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა და ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რა იქნება ოთხი წლის შემდეგ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

“რუსთავი2”