“ამ სამარტოო საკანში ყოფნა არის უკიდურესად რთული, აუტანელი…” – თეონა ცხომელიძე თავის მდგომარეობაზე

თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი 15 დღის წინ დაუდასტურდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

იგი წერს რომ სამარტოო საკანში მარტო ყოფნა ურთულესია .

“კოვიდინფიცირებული დღე 15მიუხედავად იმისა რომ 6 დღეა აქ ვარ, ტანსაცმელი კარადაში დღეს შევალაგე. აქამდე ჩანთაში მედო, ვითომ აი რა აზრი აქვს მალე წავალ… არ წავალ მალე. შეიძლება ვირუსი კიდევ დიდ ხანს იყოს ორგანიზმში, სუსტად და არ მესმის რატომ არ აქვს უფლება ჩემნაირ ადამიანს სახლში დაელოდოს სრულ განკურნებას. ამ სამარტოო საკანში ყოფნა არის უკიდურესად რთული, აუტანელი. კარზე დამიკაკუნეს, შეფუთული ცქრიალა გოგო დამხვდა, სასტუმროს თანამშრომელი. ვნახე სტატუსი, რომ მოწყენილი ხართ და ამოვედი ცოტა ვისაუბროთ, არ ხართ მარტოო. მართლა მომიყვა აქაური ამბები. 5 წუთი ვიდექით, მაგრამ მთელი დღე გამყვა… ისედაც ამდენ საქმეში რომ არის გაქაფული და გადაიფუთა ჩემს გამო, ამოვიდა სალაპარაკოდ. აქ არავის ვიცნობ, ნინოს გარდა. ისიც ისევ კოვიდ დადებითია და ამავე სართულზეა. აივნიდან ზოგჯერ ვხედავთ ერთმანეთს. გუშინ მზე რომ კარგად აცხუნებდა, გვერდით კოვიდინფიცირებული გოგო ფანჯრის რაფაზე იწვა და ირუჯებოდა, შემშურდა. რუჯის არა, ხასიათის. იცოდით რომ ერთ ოთახში დღეში 2 კმ-ის გავლაა შესაძლებელი? გემო და ყნოსვა დამიბრუნდა, როგორ მომნატრებია შოკოლადი. ზოგჯერ დიმოს ვამეცადინებ ხოლმე ონლაინ, ონლაინ გაკვეთილების შემდეგ – რა სიგიჟეა! სიგიჟეზე გამახსენდა, დღეს რადიოში გადაცემას წავიყვან, არჩევნებზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ვისაუბრებთ… მომისმინეთ ფორტუნაზე” – წერს თეონა ცხომელიძე.

წყარო: cyc.ge