“ეს არის ამაზრზენი, სისაძაგლე” – ილონ მასკი ტრამპს ღიად უპირისპირდება: რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც განხეთქილების მიზეზი გახდა

აშშ-ის მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ილონ მას­კი აკ­რი­ტი­კებს კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მელ­საც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი “დიდ და მშვე­ნი­ერ კა­ნონპ­რო­ექტს” უწო­დებს.

"ეს არის ამაზრზენი, სისაძაგლე" - ილონ მასკი ტრამპს ღიად უპირისპირდება: რას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც განხეთქილების მიზეზი გახდა

ილონ მას­კის თქმით, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ გა­სულ თვე­ში მი­ი­ღო, “ამაზ­რზე­ნი სი­სა­ძაგ­ლეა”

“სირ­ცხვი­ლი მათ, ვინც ამ კა­ნონპ­რო­ექტს ხმა მის­ცა”, – წერს ილონ მას­კი X-ზე.

  • ცნო­ბის­თვის მი­ლი­არ­დერ­მა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­სულ კვი­რას და­ტო­ვა. ის DOGE-ის (მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი) ხელ­მძღვა­ნე­ლად 129 დღე მუ­შა­ობ­და.

მას­კის ეს გან­ცხა­დე­ბა პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რია თეთ­რი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მისი და დო­ნალდ ტრამ­პის უთან­ხმო­ე­ბას უს­ვამს ხაზს. მა­ნამ­დე კი მან ტრამ­პის გეგ­მას აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, “იმედ­გაც­რუ­ე­ბა” უწო­და.

  • თეთრ სახ­ლში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­ი­ფხვრე­ბა – უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი შემ­ცირ­დე­ბა სხვა­ო­ბა მთავ­რო­ბის და­ნა­ხარ­ჯებ­სა და შე­მო­სა­ვალს შო­რის. სხვა­ო­ბა შემ­ცირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით მომ­დევ­ნო ფის­კა­ლურ წელს.

თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა მას­კი და თვლის, რომ კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ისე­დაც გი­გან­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტი და დამ­ძიმ­დე­ბა ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

  • მას­კის კრი­ტი­კას მა­ლე­ვე უპა­სუ­ხეს თეთრ სახ­ლში. გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან­მა ქე­რო­ლა­ინ ლე­ვიტ­მა. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტმა უკვე ისე­დაც იცო­და, თუ რა პო­ზი­ცია აქვს ილონ მასკს ამ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით.

“ეს არის დიდი, ლა­მა­ზი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და პრე­ზი­დენ­ტი იცავს მას”, – აცხა­დებს ლე­ვი­ტი.

  • რას ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­და­სა­ხა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და რა­ტომ გახ­და ის ტრამპსა და მასკს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი?

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, გა­ხან­გრძლივ­დე­ბა დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს მი­ღე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი და ასე­ვე შეს­რულ­დე­ბა ტრამ­პის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი. მათ შო­რის, და­პი­რე­ბა ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მის და­ბეგ­ვრის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ის ით­ვა­ლის­წი­ნებს ასო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას თავ­დაც­ვი­სა და იმიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­პი­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის­თვის.

  • კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აუქ­მებს ჯო ბა­ი­დე­ნის დროს მი­ღე­ბულ “ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის აქტს”, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ფე­დე­რა­ლურ სა­გა­და­სა­ხა­დო წა­ხა­ლი­სე­ბას ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის, ბა­ტა­რე­ე­ბის და მზის ენერ­გი­ის წარ­მო­ე­ბის­თვის, რაც არის ილონ მას­კის ბიზ­ნე­სის საყ­რდე­ნია.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია 2017 წლის “სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის აქ­ტის” ზო­გი­ერ­თი მუხ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მელ­საც ტრამპმა პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­წე­რა ხელი და რომ­ლის ვა­დაც წლის ბო­ლოს იწუ­რე­ბა. რო­გორც The Washington Post წერს, თუ კა­ნონპ­რო­ექტს არ მი­ი­ღე­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა გა­დამ­ხდე­ლი უფრო მეტ გა­და­სა­ხადს გა­და­იხ­დის. ასე­ვე დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 150 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას იმიგ­რა­ცი­ის კონ­ტრო­ლის­თვის, რაც ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია.

სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­ამ­კაც­რებს “სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში” ჩარ­თვის კრი­ტე­რი­უ­მებს. ეს კი რო­გორც კონ­გრეს­ში აცხა­დე­ბენ, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს და­ზღვე­ვის გა­რე­შე და­ტო­ვებს.

გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ხარჯს და­უ­კავ­ში­რებს SNAP-ს, კვე­ბის დახ­მა­რე­ბის ფე­დე­რა­ლურ პროგ­რა­მას და ამ ხარ­ჯებს შტა­ტებ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლებს. ამის გამო ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დონ გა­და­სა­ხა­დე­ბი, ან მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც უამ­რავ ოჯახს ამ პროგ­რა­მი­დან ამო­აგ­დებს.