ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროება 2024 წლის დასაწყისში მოხდა. გარდაცვლილი ფინანსისტის ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. დოკუმენტების საერთო რაოდენობაა 250. ინფორმაციას marca.com ავრცელებს.
გასაჯაროებულმა ფაილებმა ეფშტეინის საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი გაზარდა. ასევე ის ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც მედიაში ადრე გავრცელდა. პირველი 40 დოკუმენტი 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა. ის ეფშტეინთან დაკავშირებული პირების ჩვენებებს ეფუძნება.
ჯეფრი ეფშტეინი, ფინანსისტი, რომელიც ცნობილ პირებთან, პოლიტიკოსებთან და სამეფო ოჯახთანაც იყო დაკავშირებული, პირველად 2005 წელს, ფლორიდაში დააკავეს. მას არასრულწლოვან გოგოებზე სექსუალურ ძალადობას ადანაშაულებდნენ.
ეფშტეინმა საკუთარი თავი დამნაშავედ ცნო და მას სასამართლომ 13-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის მოხდის შემდეგ ეფშტეინი ელიტურ სოციალურ წრეებში კვლავ ტრიალებდა. მან საზოგადოების ყურადღება 2018 წელს, Miami Herald-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მიიპყრო. გამოძიების მასალების მიხედვით ეფშტეინს ადამიანებით ვაჭრობაში ბრალი წაუყენეს. ოფიციალური ვერსიით, ჯეფრი ეფშტეინმა 2019 წლის აგვისტოში აშშ-ის ფედერალურ ციხეში თავი მოიკლა. ეს დასკვნა FBI-მ 2025 წელს გამოაქვეყნა. მანამდე კი ეფშტეინის თვითმკვლელობაზე არაერთი სპეკულაცია დაიწერა.
ეფშტეინის გარდაცვალების შემდეგ მისი მეგობარი ქალი, ჰისლეინ მაქსველიც გაასამართლეს, რომელიც ასევე ადამიანებით ვაჭრობის პროცესში იყო ჩართული. მაქსველს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საქმეში ვინმე ვირჯინია ჯუფრეც ფიგურირებს. ის ამბობს, რომ ეფშტეინი მას აბუჩად იგდებდა და სხვებზე ყიდდა, როდესაც ის ჯერ კიდე მოზარდი იყო.
ჯუფრე ეფშტეინს ადანაშაულებს იმაში, რომ საკმაოდ ცნობილ პირებზე ყიდდა. ამ სიაში პრინცი ენდრიუ, ნიუ-მექსიკოს ყოფილი გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი, აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯორჯ მიტჩელი და მილიარდერი გლენ დუბინი. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
2025 წლის აპრილში ვირჯინია ჯუფრე ავსტრალიაში გარდაიცვალა.
მისი ბრალდებები ყველაზე ხშირად ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან ლიუკ ბრიუნელი ფიგურირებს, რომელმაც 2022 წელს საფრანგეთის ციხეში თავი მოიკლა.
აქ ცნობილი პოლიტიკოსების სახელებმაც გაიჟღერა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ასევე ამ დოკუმენტებში ფიგურირებენ პირები, რომლებიც ჯეფრი ეფშტეინის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან სამართალდამცავები, ჟურნალისტები და პროკურორები.
მოსამართლეს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების რაიმე ვადები არ დაუწესებია. იგეგმება სხვა მასალების გამოქვეყნებაც. 2025 წლის შუა რიცხვებისთვის 250 დოკუმენტიდან დაახლოებით ნახევარი გამოქვეყნდა.
2029 და 2022 წლებს შორის გამოქვეყნებული მასალები მოწმეთა 2000-გვერდიან ჩვენებებს შეიცავს.