ორბანი: ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელების თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთა უფლებების დაცვა, ეს სიგიჟეა!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელება ბავშვების უფლებების დაცვაზე მნიშვნელოვანია.

უნგრეთის პრემიერი

„ევროკავშირის სასამართლოს ბოლოდროინდელი სამართლებრივი დასკვნა უნგრეთის წინააღმდეგ სამარცხვინოა! როგორც ჩანს, ბრიუსელისთვის სექსუალური პროპაგანდის გავრცელების თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვთა უფლებების დაცვა. ეს სიგიჟეა!“, – დაწერა ორბანმა.