აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ბოლოდროინდელმა იერიშებმა რუსეთს მისცა საბაბი, „წასულიყო და ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი“.
„გუშინ ღამით მათ პუტინს მისცეს მიზეზი, რომ ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი, სწორედ ეს არ მომეწონა. როდესაც ეს [უსაფრთხოების სამსახურის თავდასხმა რუსულ აეროდრომებზე] ვნახე, ვთქვი: კარგი, სულ ეს არის, ახლა დარტყმა იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კიევის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებული იერიშების შემდეგ უკრაინაში ომი ბირთვულ კონფლიქტში არ გადაიზრდება და განაცხადა, რომ ეს მას არ მოსწონს.
ამავდროულად, ამერიკელი ლიდერი ასევე იმედოვნებს, რომ რუსეთი კიევთან მოლაპარაკებებს არ შეწყვეტს.
მან სენატის კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ „ძალიან ძლიერი“ უწოდა, თუმცა ახალ შეზღუდვებზე გადაწყვეტილებას პირადად მიიღებს.