ლოს-ანჯელესში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს

ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის წევრებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

შეტაკებები ლოს-ანჯელესში

როგორც უცხოური მედია მედია, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ასევე, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

გარდა ამისა, როგორც ამერიკული მედია წერს, ეროვნული გვარდიის წევრებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტებიც გამოიყენეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჯარების შეყვანისკენ მოუწოდა.

„ჯიმ მაკდონელმა, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის პატივცემულმა უფროსმა, ახლახან განაცხადა, რომ მომიტინგეები გაცილებით აგრესიულები ხდებიან და რომ მას მოუწევს სიტუაციის ხელახლა შეფასება ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით. მან ეს უნდა გააკეთოს ახლავე“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ინფორმაციისთვის, პროტესტი 7 ივნისს დაიწყო, როდესაც ICE-მა ქალაქის მასშტაბით 44 პირი დააკავა, რომლებიც მათი ინფორმაციით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.