ფეისბუქმომხმარებელი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
— ახალი ბუტაფორიები —
კუნთმაგარო მოჭიდავეებო, კალათბურთელებო, კულტურისტებო! მომღერლებო, მსახიობებო! რა თქვენი საქმეა პარლამენტარობა? არ ჯობია თქვენი საქმით დაკავდეთ? განა რა უნდა შემატოთ ქვეყანას ასეთ მძიმე დროს თქვენი სათუო ინტელექტით? რატომ იკავებთ მათ ადგილს ვინც რეალურად უნდა მართავდეს ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას? თქვენ ხომ ისედაც წარმატებული ხალხი ხართ და რატომ მიდიხართ იქ სადაც არც ხალხს ჭირდებით და არც ქვეყანას?
იქონიეთ სინდისი და ნუ შეავსებთ ახალ პარლამენტს ახალი ბუტაფორიული დეპუტატებით, რომლებიც სოროს – ბიძგვინ – კლანების ნების აღმსრულებლები არიან და არა საქართველოსი. აჯობებს კვლავ იმღეროთ, იცეკვოთ, სცენაზე დაიფერფლოთ და შეჯიბრის მოედნებზე დაიღვაროთ ოფლად, ასე უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ თქვენ გატანჯულ ქვეყანას, ვიდრე ბიძგვინ დეპუტატობით და ხორცმეტობით… მერწმუნეთ ასეა
გ.ქ.