ანტონიო გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ანტონიო გუტერეში ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს

„გენერალური მდივანი განსაკუთრებით შეშფოთებულია ირანში ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმებით მაშინ, როცა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

მისი თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კონფლიქტში ჩაფლობა.

„გენერალური მდივანი ორივე მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილონ უფრო ღრმა კონფლიქტში ჩაძირვა, სიტუაცია, რომლის ატანასაც რეგიონი ძნელად თუ შეძლებს“, – აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ისრაელის თავდასხმა დაგმონ.

უწყების მტკიცებით, თავდასხმა „გლობალურ უსაფრთხოებას უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აყენებს“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ისრაელის მთავარ მხარდამჭერს უწოდებს და აცხადებს, რომ მას თავდასხმის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება.