თურქეთის მმართველის პარტიის განცხადება: “მკაცრად ვგმობთ ისრაელის უკანონო თავდასხმას ირანზე”

თურქეთი ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს რეგიონში სიტუაციის ესკალაციაა.“ ამის შესახებ თურქეთის მმართველის პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

თურქეთის დროშა

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას. მას არანაირი ლეგიტიმაცია ან გამართლება არ გააჩნია – ეს ბარბაროსული აგრესიის აქტია. მთელმა მსოფლიომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი პრეზიდენტის გაფრთხილებები ნეთანიაჰუს მთავრობის გენოციდური პოლიტიკის შედეგების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.