ნატო გელაშვილი მწვავე მიმართვას ავრცელებს, რა მოხდა გუშინ კონცერტის დროს? – “შორს ხელები ჩემი ოჯახიდან!”

არ მეგონა რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას, დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. შორს ხელები ჩემი ოჯახიდან, – ასე ეხმაურება მომღერალი ნატო გელაშვილი გუშინ, თსუ-ს მეორე კორპუსის ეზოში, კონცერტის მიმდინარეობის დროს მომხდარ ინციდენტს. კონცერტში მისი შვილები და ზუკა ხუციშვილი მონაწილეობდნენ.

ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად.

სცენაზე მყოფ მომღერლებს აქციის მონაწილეებმა მიმართეს ფრაზით:

“ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ-წელიწად ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ,თქვით ერთი სიტყვით.”

მოგესალმებით სრულიად საქართველოს…არ მეგონა რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახზე ბულინგის თემას… თუმცა როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს. დღეს ბიჭები არიან სამიზნეები.. კიდევ ერთხელ განვმეორდები. ჩვენ არავის უვარდებით სახლში, არც

სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით…როცა ყვირი “სირცხვილია”ს, სულ ცოტა მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს…”რა არის სირცხვილი და რა არა”..

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით..არც მშიერის დაპურება გვეშლება,არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა.. არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც ქვეყნის…არც გაზის ყლაპნის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესვითვის სიმართლის თქმის….ასე რომ…შორს ხელები ჩემი ოჯახიდან,” – წერს ნატო გელაშვილი.