„თეირანი ცეცხლში გაეხვევა, თუკი…“ – ისრაელის გაფრთხილება ირანს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ირანთან დაპირისპირების შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.

„თეირანი ცეცხლში გაეხვევა, თუკი…“ – ისრაელის გაფრთხილება ირანს

მისი თქმით, „თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა.“

„ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.