“მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება” – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “ატელეტიკოსთან” მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფიფა-ს ექ­ვსი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის 32 გუნ­დი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­გორც ფიფა-ს პრე­ზი­დენ­ტმა, ჯანი ინ­ფან­ტი­ნომ გა­ნა­ცხა­და, ეს ტურ­ნი­რი ფეხ­ბურთში ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს 1930 წლის პირ­ველ მუნ­დი­ალს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას “პარი სენ-ჟერ­მე­ნი“ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვევს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას “პარი სენ-ჟერ­მე­ნის“ მატ­ჩე­ბი. პა­რი­ზუ­ლი გუნ­დი B ჯგუფ­ში მად­რი­დის “ატ­ლე­ტი­კოს­თან“, “ბო­ტა­ფო­გო­სა“ და “სი­ეტლ სან­დერსთან“ ერ­თად ითა­მა­შებს.

პსჟ ტურ­ნირ­ზე პირ­ველ მატჩს 15 ივ­ნისს პა­სა­დე­ნა­ში “ატ­ლე­ტი­კოს­თან“ ჩა­ა­ტა­რა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ან­გა­რი­შით 4:0 გა­ა­ნად­გუ­რა. გა­მორ­ჩე­უ­ლად ითა­მა­შა ჩვე­ნე­ბურ­მა – სწო­რედ “კვა­რას” ასის­ტე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვი­და პირ­ველ ტა­იმ­ში ორი გოლი. მო­ე­რე ტა­იმ­ში ხვი­ჩას გო­ლის გა­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჰქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მისი დარ­ტყმუ­ლი ხა­რი­ხას მოხ­ვდა.

  • რა შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო კვა­რა­ცხე­ლი­ამ?

ხვი­ჩამ ითა­მა­შა 72-ე წუ­თამ­დე და Flashscore-ის ვერ­სი­ით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო – 8,4. Whoscored-ში მისი შე­ფა­სე­ბა – 7,9 მე­ო­რეა ვი­ტი­ნი­ას (8,2) შემ­დეგ, ისე­ვე, რო­გორც Sofascore-ის ვერ­სი­ა­ში, სა­დაც 7,9 აქვს შე­ფა­სე­ბა, ხოლო ვი­ტი­ნი­ას – 8,1.

 

  • რას წერს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი?

“წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მას­ში მხო­ლოდ 70 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­ხა­დეს”

“ასეთ სი­ცხე­ში, მა­ში­ნაც კი რო­დე­საც მისი გუნ­დი ორ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით იგებს, არ იზა­რებს, დაც­ვა­ში ჩა­მორ­ბის და უშეც­დო­მოდ თა­მა­შობს… მისი გუნდში ყოლა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა”

“მცვე­ლებს აჰიპ­ნო­ზებს, მისი ყუ­რე­ბა არ მბეზ­რდე­ბა”

“დღეს მსოფ­ლი­ო­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე ძლი­ე­რი დრიბ­ლი­ო­რი არა­ვინ არ არის”

“ეს ბიჭი სას­წა­უ­ლია, ასე­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი ასე გუნ­დუ­რად თა­მა­შობ­დეს, სხვა ფეხ­ბურ­თე­ლი არც მახ­სენ­დე­ბა…”