ტრამპმა კანადაში ვიზიტი შეწყვიტა და ეროვნული უსაფრთხოების შტაბს შეკრება დაავალა

სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. ისრაელი ირანის, ირანი კი ისრაელის ქალაქებს ბომბავს. რამდენიმე საათის წინ თეირანმა თელ-ავივსა და ჰაიფას კვლავ შეუტია, დანიშნულების ადგილს მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ მიაღწია, რომელიც ნეიტრალურ ზონაში აფეთქდა. გავრცელებული ცნობებით, რკინის გუმბათი მუშაობს, მოსახლეობა თავშესაფრებში დროულად გადავიდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ ღამით აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნი

შეტევებს ახორციელებს ისრაელიც, თეირანში “ცაჰალმა” ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ოფისები დაბომბა.

ისლამური სახელმწიფოს ცნობით, ისრაელის ბოლო თავდასხმების შედეგად 45 ქალი და ბავშვი დაიღუპა, 75 კი დაშავდა. ასევე, შეტევა განხორციელდა წითელი ნახევარმთვარის ოფისზეც, დაიღუპა 2 თანამშრომელი.

შეიარაღებული კონფლქიტის პარალელურად, “დიდი შვიდეულის” სამიტი მიმდინარეობს კანადაში. აქაც, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე მოვლენებია. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო კანადას დროზე ადრე ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. კანადაში ვიზიტს წყვეტს და პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვაშინგტონში ბრუნდება სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების შტაბს სიტუაციურ ოთახში შეკრება დაავალა. მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა – “ყველამ დატოვეთ თეირანი!”