უკრაინული მხარის ინფორმაციით: 14 დაღუპული და 50-მდე დაშავებული: რუსეთმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა – გარდაცვლილებს შორის აშშ-ის მოქალაქეცაა (ფოტოები)

უკრაინული მხარის ინფორმაციით: რუ­სებ­მა კი­ევს დრო­ნე­ბი­თა და რა­კე­ტე­ბით შე­უ­ტი­ეს, და­ი­ღუ­პა 14 და და­შავ­და 44 ადა­მი­ა­ნი, – ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

14 დაღუპული და 50-მდე დაშავებული: რუსეთმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - გარდაცვლილებს შორის აშშ-ის მოქალაქეცაა (ფოტოები)

  • კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო-სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, ტი­მურ ტკა­ჩენ­კოს ცნო­ბით, და­ზი­ა­ნე­ბა სო­ლო­მენ­სკის, სვი­ა­ტო­შინ­სკის, დარ­ნიც­კის, დნეპ­როვ­სკის, პო­დოლ­სკის და ობო­ლონ­სკის ოლ­ქებ­ში 12 ლო­კა­ცი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სვი­ა­ტო­შინ­სკის რა­ი­ონ­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბებ­ზე დარ­ტყმის შე­დე­გად 44 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ამას­თან, კი­ე­ვის მერ­მა, ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ნა­ცხა­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ზე თავ­დას­ხმის დროს სო­ლო­მენ­სკის რა­ი­ონ­ში აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად ასე­ვე და­ზი­ან­და კი­ე­ვის სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი.

მაშ­ვე­ლე­ბი შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვე­ბის­გან გაწ­მენ­დას და ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნას გა­ნაგ­რძო­ბენ.