ირანული მედიის ცნობით, ირანის სანაპიროზე, ორმუზის სრუტის სიახლოვეს სამი გემი იწვის
როგორც „პრეს ტივი“ იუწყება, ომანის ყურეში სამ ხომალდს ცეცხლი უკიდია. ტელეკომპანია ხანძრის გაჩენის მიზეზებს არ ასახელებს. ამასთან, ისრაელის მხრიდან ირანის ტერიტორიულ წყლებში მცურავ გემებზე მიტანილი იერიშების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გემები, რომლებსაც ცეცხლი უკიდია ორმუზის სრუტის სიახლოვეს იმყოფებიან. ამ სრუტეზე გადის სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტი.