ედიშერ გვენეტაძე: ჯინ შაჰინი არის დახვეწილი მექრთამე, ოღონდაც ლობისტის ქურქში გახვეული, რომელიც ფულისთვის ჰიტლერს და კალიგულასაც კი დემოკრატად გამოაცხადებს

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებულ განცხადებას აფასებს, რომელშიც შაჰინი აცხადებს, რომ ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები, ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმაა.

ედიშერ გვენეტაძე

გვენეტაძის განცხადებით, სენატორი შაჰინი ლობისტის ქურქში გახვეული დახვეწილი მექრთამეა, რასაც, დიდი ალბათობით, FARA-ზე დაყრდნობით, უახლოეს მომავალში დასაბუთებულადაც ვიტყვით.

„ეს ქალი, ჯინ შაჰინი არის დახვეწილი მექრთამე ოღონდაც ლობისტის ქურქში გახვეული, რომელიც ფულისთვის ჰიტლერს და ვფიქრობ კალიგულასაც კი დემოკრატად გამოაცხადებს. ასეა ამ შემთხვევაშიც, რომელსაც უდიდესი ალბათობით უახლოეს მომავალში თავად აშშ-ში ამერიკული FARA დოკუმენტურად წარმოაჩენს. ანუ FARA-ზე დაყრდნობით დასაბუთებულად ვიტყვით, რომ ქურდი და უმადური ბაჩიაშვილის დამცველი, დაკანონებული მექრთამეა.” – წერს ედიშერ გვენეტაძე.