„ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა” – „დიდი შვიდეულის” ლიდერების ერთობლივი განცხადება

ისრაელი-ირანის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე „დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. ამ კონტექსტში, ვადასტურებთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი”, -ნათქვამია ტექსტში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის” ლიდერები ხაზს უსვამენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას.

„ირანი რეგიონული არასტაბილურობისა და ტერორის მთავარი წყაროა. მუდმივად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული იარაღი ჰქონდეს”, – აცხადებენ ლიდერები.