საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რეჟიმის შესაცვლელად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება ქაოსს გამოიწვევს.
აღნიშნული განცხადება მაკრონმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთა, რომელიც კანადაში იმართება.
საფრანგეთის ლიდერი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კრიტიკული როლი აკისრია თეირანთან დიპლომატიის განახლებაში.
როგორც ემანუელ მაკრონი განმარტავს, ქვეყნები ირანის ბირთვული პროგრამის განსასახილველად კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ.
„ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, რათა ყველა კვლავ მაგიდასთან დააბრუნოს“, – აღნიშნა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.