ირანელმა სამართალდამცველებმა ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან, მოსადთან კავშირის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებს ბრალად ჯაშუშობა ედებათ. როგორც ირანული მედია იუწყება, დაკავებულები საზოგადოებაში შიშის დათესვასა და ინტერნეტის მეშვეობით ირანის ისლამური რესპუბლიკის იმიჯის შელახვას ცდილობდნენ.
დაკავებები ირანის დასავლეთით მდებარე, ლორესტანის პროვინციაში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ პარასკევს ირანის ხელისუფლებამ ისრაელთან კონფლიქტის პერიოდში ინტერნეტზე ცალკეული შეზღუდვები აამოქმედა. ამის გამო მრავალი საიტი და აპლიკაცია ქვეყანაში მიუწვდომელი გახდა.