ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს – აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ ირანი არ დანებდება.

აიათოლა ალი ხამენეი

„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“, – აღნიშნა ხამენეიმ.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ვინც ბრძენია და ირანს, მის ხალხსა და ისტორიას კარგად იცნობს, ამ ერს მუქარის ენით არასდროს ელაპარაკება.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში ირანს უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.