დღეს, 19 ივნისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ისრაელში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს.
„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
დღეს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი. ინციდენტის შედეგად, საქართველოს საელჩოს შენობა არ დაზიანებულა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშაობას.
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად, თვალყური ადევნეთ საელჩოს გვერდებს: https://israel.mfa.gov.ge/ https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GEსაჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ხაზი 24/7+972 3 609 3206“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.